"კრემლის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს" - მამუკა მამულაშვილი მებრძოლების სუსში დაბარებაზე
ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი უკრაინაში მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ე.წ. გადატრიალების საქმის აღძრა არ გაკვირვებია. მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველი მებრძოლების დევნით ახლა კრემლის დავალებას ასრულებს.
ეს არის კრემლის დაკვეთა, რომელსაც ასრულებს ბიძინა ივანიშვილი. მთავრობა, ამ შემთხვევაში, არის მხოლოდ შემსრულებელი. როდესაც რუსეთმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების აღძრა ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ, ეგ მინიშნება იყო ჩვენთვის, რომ საქართველოს მთავრობას პოტენციურად შეეძლო ასევე დაეწყო გამოძიება, შეეძლო დაეწყო დევნა, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.