საქართველოს ევროატლანტიკური გზა, მინიმუმ, 26 ოქტომბრამდე დაიკეტა - გრიგოლ გეგელია
საქართველოს ევროატლანტიკური გზა, მინიმუმ, 26 ოქტომბრამდე დაიკეტა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, თუკი აქამდე საქართველო ამ მიმართულებით წინსვლას კიდევ ახერხება, ახლა ქვეყნის ევროინტეგრაცია საერთოდ აღარ ხდება.
ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა არის დაკეტილი, მინიმუმ, 26 ოქტომბრამდე. ადრე თუკი ეს გზა არსებობდა და ასე თუ ისე მივდიოდით წინ, ახლა ეს აღარ არსებობს, არავითარი ატლანტიკური ინტეგრაცია აღარ ხდება და ამას ამბობს თვითონ ევროპული კავშირი და თვითონ ნატო. შესაბამისად, რაიმე ილუზია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო შეძლებს, წავიდეს წინ ევროპის და ნატის გზაზე, არის მცდარი, - ამბობს გრიგოლ გეგელაშვილი.
"საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იყო" - ამ შეფასებას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ალიანსის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აკეთებს. "არასწორი, სამწუხარო და საზიანო" - ამ სამი სიტყვით აღწერს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ჯონ ბოლტონი.
შტატებში ფიქრობენ, რომ თუ "ოცნება" საგარეო კურსს არ შეცვლის და დასავლეთზე თავდასხმებს გააგრძელებს, საქართველო დაუცველი დარჩება.