კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - "პირველებმა" სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე "პირველებმა" აუდიოჩანაწერი მოიპოვა. მასალაში ისმის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს თეა ბეგიაშვილს კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა სთხოვა, პაციენტის სამეციდინო დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა, რადგან ამის უფლება რეგულირების სამსახურმა მისცა. მას შემდეგ, რაც კონკრეტული საბუთები რეგულირების სამსახურში გადაგააგზავნეს, იქიდან შენიშვნა არ ყოფილა.
ამის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულმა მირანდა კოხრეიძემ განსხვავებული ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და არც რეგულირების სამსახურთან ჰქონია კომუნიკაცია.
კარგითო, მაშინ მოაწეროს უფროსმა ექთანმა ხელიო, ასე მითხრეს რეგულირებაში. გადავრეკე რეგულირებაში და რადგან ფორს მაჟორიაო, ასე მითხრეს დასაშვებიაო. მაგაზე რეგულირება რომ იყოს შემოსული, არ მოგვცა ხარვეზი რეგულირებამ, მათაც ნახეს ეს რომ შენ გაქვს მოწერილი ხელი და არ ჩათვალა ხარვეზად, - ისმის ჩანაწერში.
ეს აუდიოჩანაწერი გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს. გამოდის, რომ ბეგიაშვილი, რომელიც ახლა სასჯელს საბუთების გაყალბებისთვის იხდის, ციხეში არ უნდა იჯდეს.
მქონდა ხელის მოწერის უფლება მედიკამენტების ხარჯვის ნაწილში. დანიშნულების ფურცელზე სხვის ნაცვლად ხელი არ მომიწერია. მე ოთხაში დანიშნულებები არ მქონია, ვის ოთხაში მოავწერე ხელი? ესეც ხომ დამალა, - ამბობს თეა ბეგიაშვილი "პირველებთან".
დაკავებულის ადვოკატი ხელს მირანდა კოხრეიძეს ადებს. მისი თქმით, კოხრეიძემ პროკურატურამ შეცდომაში განზრახ შეიყვანა.
ის კონკრეტული ფურცელი, რომელსაც თეა ბეგიაშვილი ხელს აწერს, არის პრეპარატები, რომელიც ექვემდებარება მის კონტროლს და ახოციელებს ყოველდღიურ ხარჯთაღროცხვას ამ გამოყენებული პრეპარატების. თეა ბეგიაშვილი ხელს აწერს საკუთარი სახელით, გვარით და მათ შორის იმ ფურცელზე მხოლოდა და მხოლოდ, რომელზეც არის ასახული პრეპარატები. ამის დამადასტურებელი გავქვს კლინიკიდან გამოგზანილი მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანის პასუხი, რომ თეა ბეგიაშვილს ჰქონდა უფლება, მოეწერა ხელი სწორედ ამ დანიშნულების ფურცლებზე, - ამბობს ადვოკატი.
რამდენიმე დღეში თეა ბეგიაშვილს სასამართლოს მეორე ინსტანციამ განაჩენი უნდა გამოუტანოს. ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა მოსამართლე გადაწყვეტილებას და აღმოჩნდება თუ არა განსასჯელის სკამზე მირანდა კოხრეიძე.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 10 სექტემბერს გარდაიცვალა.