ნადირობა რუსების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებზე - სუსში მეომრებს ერთი მეორეს მიყოლებით იბარებენ
რუსების წინააღმდეგ მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ნადირობა დაიწყო. სუსში ერთმანეთის მიყოლებით დაიბარეს ის მეომრები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ ახლა კი სამშობლოში არიან.
გამოკითხვზე ხუთი ადამიანია დაბარებული. ხუთივესთან კითხვები ტერორიზმის და სახელმწიფო ამბოხის საქმეებზე აქვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეებს გრიფით საიდუმლო დაადო, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის აბსურდულ ბრალზე ადვოკატებს საჯაროდ საუბარიც კი არ შეუძლიათ. სუსს უფლება აქვს, უკრაინაში მებრძოლებს დააბრალოს ყველაფერი, მაგრამ ამ ადამიანებს ჩამოართვეს უფლება საკუთარი ღირსება საჯაროდ დაიცვან.
მებრძოლები ვარაუდობენ, რომ მათ რუსეთის დავალებით დევნიან.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.