პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - HRC

29.07.21 13:06
პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - HRC

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, რომელსაც ხელისუფლება თავისივე მიზნებისთვის იყენებს.  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" დათვალა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასამართლოში დაიწყო განხილვები 32 ტომიან საქმეზე, სადაც ხშირ შემთხვევაში ფიგურირებენ ოპოზიციურად განყობილი პოლიტიკოსები. მათ შორის მთავარ მაგალითად,  არასამთავრობო ორგანიზაციას მოჰყავს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე, რომლის განხილვაც სასამართლოში ერთწლიანი პაუზის შემდეგ, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, დაიწყო.

ჩამონათვალშია ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტებიც და  როგორც ორგანიზაციის იურისტები ამბობენ, შეინიშნება განსხვავებული დამოკიდებულები, როდესაც საქმე ეხებათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. 

ეს სისხლის სამართლის საქმეები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მისი ფიგურანტები პოლიტიკურად აქტიურები გახდნენ. გადაწყვეტილება არ არის მიღებული არც ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვრამიას საქმეზე. ეს საქმეები ჩვენს ორგანიზაციას შესწავლილი აქვს და მათში შერჩევითი სამართლის ფაქტები იკვეთება. - აცხადებენ HRC-ში.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრში" აცხადებენ, რომ მათ შეისწავლეს 3 საქმე, გვარამიას, ჯაფარიძე-წერეთლისა და რურუას საქმე და აღნიშნულ საქმეზე წარმოადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ამბობენ, რომ სამივე საქმეზე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები იკვეთება.

HRC-მა კვლევა უკვე გადაუგზავნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ასევე აპირებს, შეხვდეს ამერიკელ კონგრესმენებს და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები მიაწოდოს.