ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა - აბესაძე

22.07.24 10:49
ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა - აბესაძე

ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე ავრცელებს. "მტკვარი ჰესის" პროექტი "ჰიდროჯენიუსმა" იყიდა.

აბესაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ამ გზით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს "გააქეშებს".

"რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?! აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა ,,ბ” - ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება ,,მიმხედავი”, - წერს აბესაძე. 

"თანაინვესტირების ფონდი" BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში განმარტავს რატომ გაყიდეს "მტკვარი ჰესის" პროექტი "ჰიდროენერჯიუსზე".  

"როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. "მტკვარი ჰესის" პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია,"- აცხადებენ "თანაინვესტირების ფონდში".

მსგავსი სიახლეები