ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი გახდება - კობახიძე

22.07.24 11:40
ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი გახდება - კობახიძე

პრემიერი არ მალავს, რომ ტრამპის გამარჯვების იმედადაა, რადგან მისი მტკიცებით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება და ის უფრო სამართლიანი იქნება. 

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ თუკი დონალდ ტრამპი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს,  უკრაინაში ომი გაცილებით სწრაფად დასრულდება, რაც დადებით გავლენას საქართველოზეც იქონიებს.

პირველ რიგში, თუ ტრამპი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს, ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართ. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. 

ამასთან, კობახიძე  ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ ტრამპის მიმართ რიტორიკა მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ მის გამარჯვებას პროგნოზირებს. 

ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ, როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილს პრეზიდენტს, დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმიტომ, რომ მათი გათვლებით, ტრამპი, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც იყენებდნენ წლების განმავლობაში. ტრამპის მოგების შემთხვევაში, რეგიონში იქნება მშვიდაობა და იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ,  - ამბობს კობახიძე. 
 

მსგავსი სიახლეები