ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება არ უნდა გაუარესდეს - კობახიძე
საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესდება.
მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ამნისტიის კანონის მიღებას თვითონ ითხოვდნენ.
„ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ციხეების განტვირთვას უზრუნველყოფს და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლებდა. მეორე მხრივ ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და მაქსიმალურად არის მხედველობაში მიღებული, რომ ქვეყანაში არ უნდა გაუარესდეს კრიმინოგენური ვითარება. როდესაც ამ ვითარებაში კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რატომ არის "არასწორი გადაწყვეტილება" საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაწესება
"ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"