"ოცნებას" მხარს მოსახლეობის 21 % უჭერს, ოპოზიციას - 19% - "კავკასიის ბარომეტრის" კვლევა

22.07.24 12:19
"ოცნებას" მხარს მოსახლეობის 21 % უჭერს, ოპოზიციას - 19% - "კავკასიის ბარომეტრის" კვლევა

"ქართული ოცნების" პროპაგანდამ არ იმუშავა. მოსახლეობის უმრავლესობა ისევ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აქვეყნებს. კითხვაზე, მომავალ  კვირას რომ არჩევნები იყოს, მიხვიდოდით თუ არა, მოქალაქეთა 65 % ამბობს, რომ არჩევნებზე წავიდოდა. 

ამ კვლევების თანახმად,  მმართველ პარტიას მოსახლეობის მხოლოდ 21 % უჭერს მხარს, 19 % კი ოპოზიციას.  რაც შეეხება ევროინტეგრაციას, მოქალაქეების 71 % მომხრეა, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. 

კიდევ ერთი კითხვა საქართველოში დემოკრატიის ხარისხსს შეეხებოდა. მოსახლეობის მხოლო 9 % ფიქრობს, რომ ქვეყანა ამ კუთხით დადებითად ვითარდება. 

როგორი მიმართულებით მიდის ქართული პოლიტიკა? გამოკითხულთა მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით მიდის, 14% კი ასეთი პოლიტიკა არ მოსწონს.

რაც შეეხება ნდობის ხარისხს პრემიერსა და მთავრობის წევრების მიმართ, გამოკითხულთა სრული უმეტესობა ანუ 21% ამბობს, რომ მათ მიმართ ნდობა არ აქვს. 

ასევე ირკვევა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად გამოკითხულთა 24 % უმუშევრობას ასახელებს. 

და ბოლოს, მოქალაქეთა 65% მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. 

კვლევა კავკასიის ბარომეტრმა ჩაატარა. ეს არის გამოკითხვის მე-12 ტალღის შედეგი. კვლევის ფარგლებში 1509 რესპოდენტი გამოიკითხა, მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-ია. 

მსგავსი სიახლეები