მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები - შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს.მიშელის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებთან კონსულტაციები იწყება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის.ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს მხარეებს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები.
"ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე ყურადღება გავამახვილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და გამოიჩინონ ერთგულება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის მიმართ. ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს არსებული სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად,“ - წერს მიშელი.