ზემოქმედება სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე - კოპალეიშვილი კობახიძის განცხადებაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს ფაქტობრივად დირექტივა მისცა, როცა თქვა, რომ პრეზიდენტის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება.
კოპალეიშვილის თქმით, ამისთ კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე მოსამართლეებს.
ბატონი კობახიძე იმაზე მეტის უფლებას აძლევს თავს, ვიდრე პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა, სასამართლო შესაძლებლობის მიმართ მისაღები გადაწყვეტილების შესახებ შეიძლება თქვას. ეს შეიძლება განხილულ იქნას პირდაპირ გარკვეული ზემოქმედება სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. შეურაცხყოფას აყენებს სასამართლო ხელისუფლებას და მოსამართლეებს, რამეთუ იმაზე ადრე აანონსებს მისაღებ გადაწყვეტილებას, ვიდრე ამაზე თავად მოსამართლეებს უმსჯელია", - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ სარჩელს ერთადერთი დადებითი მხარე ის აქვს, რომ პრეზიდენტმა ამ ქემდებით საკონსტიტუციო სასამართლსო ლეგიტიმაცია აღიარა.
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმებით მოთხოვნით სარჩელი 15 ივლისს შეიტანა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს პირველად მიმართა და მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის მოქმედების შეჩერება და მისი საბოლოო გაუქმება მოითხოვა. მთავარი არგუმენტი კი კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა. სარჩელი რეგისტრაციაში სასამართლომ 18 ივლისს გაატარა.