სიას დაწერს ივანიშვილი და როგორც მოესურვება, ისე ჩარეცხავს ნაწილს დეპუტატებისა და დაამატებს ახალ სახეებს - კუპრაძე

22.07.24 13:08
სიას დაწერს ივანიშვილი და როგორც მოესურვება, ისე ჩარეცხავს ნაწილს დეპუტატებისა და დაამატებს ახალ სახეებს - კუპრაძე

"ქართული ოცნების საპარლამენტო სია დგება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ნებით, ამ სიას დაწერს ბიძინა ივანიშვილი და როგორც მოესურვება, ისე ჩარეცხავს ნაწილს მისი ყოფილი დეპუტატებისა და ისე დაამატებს ახალ სახეებს", - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საუბრობს.

კუპრაძე ეხმაურება პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ოცნების" სია ბოლო დღეს შევა ცესკოში. კუპრაძისთვის ცხადია, რომ სიას ბიძინა ივანიშვილი ადგენს.

ეს არის ერთპიროვნული, მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილზე აგებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული შინაარსი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოხვდება ბიძინა ივანიშვილის სიაში, იქნება მისი მორჩილი და არაფერი მისი სახელი-გვარის ჩანაცვლებით არ შეიცვლება ქართული ოცნების პოლიტიკაში,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
 

მსგავსი სიახლეები