ბიძინა ივანიშვილის ხასიათზეა დამოკიდებული, ვის რა თვალით შეხედავს სიის დაწერის წინ - მანჯგალაძე
"ბიძინა ივანიშვილი რა ფეხზეც გაიღვიძებს, ვისაც დაასახელებს პირველ მარიონეტად, ის იქნება პირველი მარიონეტი, მეორე მარიონეტად მეორე მარიონეტი", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საუბრობს.
მანჯგალაძე ეხმაურება პრემიერის განცხადებას, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო სიას ცესკოში ბოლო დღეს შეიტანს. მანჯგალაძის თქმით, ავტოკრატიული მიდგომების გამო, მმართველ პარტიაში სიას არა გუნდი, არამედ ივანიშვილი დაწერს.
ბიძინა ივანიშვილის ხასიათზეა დამოკიდებული, რა თვალით შეხედავს სიის დაწერის წინ ვის და ამის მერე შედგება სია, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ავტოკრატია, ჩვეულებრივი დახურული გადაწყვეტილებების მიღება,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნების" სია ბოლო დღეს შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მანამდე კი სიის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.