თურმე სიას გადამალავენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიის ავტორი გასაგებია, რომ ივანიშვილი იქნება - ლილუაშვილი
"კობახიძისგან ისიც მოვისმინე, რომ მაგალითად, მე ვთვლიო, რომ ვინც ახლა პარლამენტშია, ვინც მოისურვებს შემდეგ სიაშიც უნდა იყოსო. ახლა თურმე სიას გადამალავენ ბოლო მომენტამდე, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიის ავტორი გასაგებია, რომ ივანიშვილი იქნება", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი საუბრობს.
ლილუაშვილისთვის პრემიერის დღევანდელმა განცხადება, რომ "ოცნება" სიას ცესკოში ბოლო დღეს წარადგენს, დაადასტურა, რომ სიას ივანიშვილი წერს და მმართველი ძალის წარმომადგენლებს არ ეცოდინებათ არც ის, თავად თუ იქნებიან სიაში.
არც თავად კობახიძეს, არც სხვა ვინმეს წარმოდგენა შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ, სხვის პოზიციასთან კი არა, საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის, როცა ჩაუვარდებათ მათ ეს გამზადებული სია, რა თქმა უნდა, მერე ამის პრეზენტაციასაც გააკეთებენ,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნების" სია ბოლო დღეს შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მანამდე კი სიის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.