ივანიშვილის მიერ მართულ საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაწყვეტილება სარჩელის დაწერამდე ექნებოდა მიღებული - ლილუაშვილი
ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პრეზიდენტის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, არ უკვირთ ოპოზიციაში.
პარტია "საქართველოსთის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ივანიშვილის მიერ იმართება, შესაბამისად, გადაწყვეტილება სარჩელის დაწერამდე ექნებოდა მიღებული.
ივანიშვილის მიერ მართულ საკონსტიტუციო სასამართლოს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სარჩელის დაწერამდე ექნებოდა უკვე მიღებული, მაგრამ ეს არ არის პროცესი, რომელიც რაღაც მოკლევადიან პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება. ჩენი მოტივაციაა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ამ ყველაფერს, რუსული კანონის მავნებლურ ხასიათს, მის არაკონსტიტუციურობას დაერქვას სამართლებრივად შეფასებული კონკრეტული სახელი. ეს არის მიზანი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ სარჩელს ერთადერთი დადებითი მხარე ის აქვს, რომ პრეზიდენტმა ამ ქემდებით საკონსტიტუციო სასამართლსო ლეგიტიმაცია აღიარა.
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმებით მოთხოვნით სარჩელი 15 ივლისს შეიტანა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს პირველად მიმართა და მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის მოქმედების შეჩერება და მისი საბოლოო გაუქმება მოითხოვა. მთავარი არგუმენტი კი კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა. სარჩელი რეგისტრაციაში სასამართლომ 18 ივლისს გაატარა.