"საქართველოში პრობლემებს გლობალური ომის პარტია ქმნის" - პრემიერი დასავლეთს ისევ თავს ესხმის

22.07.24 13:32
"საქართველოში პრობლემებს გლობალური ომის პარტია ქმნის" - პრემიერი დასავლეთს ისევ თავს ესხმის

"ქართული ოცნება" დასავლეთს ისევ თავს ესხმის.  პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოში საფრთხეებს არა რუსეთი, არამედ სწორედ გლობალური ომის პარტია ქმნის, რომელსაც მისი თქმით, სერიოზული გავლენა აქვს აშშ-ს და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამერიკასაც და ევროკავსირსაც დეოლიგარქიზაცია სჭირდება.

ამასთან, პრემიერი ისევ "ოცნების" "დამსახურებებზე" საუბრობს და ამტკიცებს, რომ სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ომი არ არის. 

ზოგადად, ასეთი კვლევები საერთოდ არ არის სანდო, მაგრამ ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებს და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის და ეს არის გლობალური ომის პარტია და ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. უბრალოდ, სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში და მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლგარქიზაცია. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ხვდება ამ ყველაფერს და აქვს სწორი შეფასებები ყველაფერთან დაკავშირებით და სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ, ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემე მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები