ნებისმიერი კითხვა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, უადგილო და სასაცილოა - რატი ბრეგაძე
ნებისმიერი კითხვა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, უადგილო და სასაცილოა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი საუბრობს. მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება და ამ საკითხში შეუპოვარია.
ამასთან, რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით სიმართლე გაცხადებულიყო და ამ საკითხზე სტრასბუგრში ყველა დავაც მოიგო.
ორჯერ ორი არის ოთხი. ეს ყველამ კარგად ვიცით და ნუ შეეცდებით რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას. იქ, სადაც არის სახელმწიფო ინტერესები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის შეუპოვარი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვფიქრობთ ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის თუ არა რუსეთის ფედერაცია ოკუპანტი ან სხვა რამე, არის სრულიად უადგილო და სასაცილო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე და სტრასბურგში აბსოლუტურად ყველა დავა მოვიგეთ, - ამბობს რატი ბრეგაძე.