ლატვიის პრეზიდენტი ისეთი განცხადებებით გამოირჩევა, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან - კობახიძე
პარტნიორებზე თავდასხმა გრძელდება - პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი გააკრიტიკა, რომელმაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი ისეთი განცხადებებით გამოირჩევა, რითაც არ გამოირჩევიან სხვა პოლიტიკოსები.
ლატვიის პრეზიდენტი იცით, რომ გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან. მაგალითად, ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არცერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს. როდესაც საზოგადოება ისმენს უცხოელი პოლიტიკოსებისგან სამართლიან გაცხადებებს, ეს არის საინტერესო, როცა ისმენს უსამართლო განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო,“ - ამბობს კობახიძე.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ამერიკის ხმას ინტერვიუში საქართველოს პოლიტიკურ კურსზე ესაუბრა.
"თუ საქართველო საერთო ღირებულებებს არ გაატარებს, სტატუსი უნდა შევუზღუდოთ," - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა არ გაიზიაროს ცალკეული ორგანიზაციების ღირებულებები, თუმცა მეორე მხრიდან ამაზე რეაგირებაც არ უნდა იყოს გასაკვირი.