ზურაბიშვილმა, როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს - გოცირიძე
მოწოდება საქართველოს პრეზიდენტს - "ევროოპიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილ,ა, როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს.
გოცირიძის აზრით, ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესში იმ პროგრამით მონაწილეობა, რაც ქარტიაშია გაწერილი, ოპოზიციურ ფლანგზე მეტი სიცოცხლის შემტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
"სალომე ზურაბიშვილმა როგორც საერთო ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საპრეზიდენტო კამპანია უნდა დაიწყოს. საპრეზიდენტო კამპანიის დაწყება ოპოზიციურ ფლანგს ახალ დინამიკას მისცემს.
გამოიკვეთა ოთხი პოლიტიკური ბლოკის შემკვრელი სტრუქტურა. ეს უკეთესია ვიდრე მეტი დაქსაქსულობა, თუმცა ოპოზიციური ფლანგის მეტი გამსხვილება კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
უკეთესი იქნება თუ ოპოზიციური ფლანგი ორი დიდი კოალიციის შეკვრას მოახერხებს. ჯერ არის დრო და თითოეულ ბლოკს შეუძლია გარეთ დარჩენილი პარტიებით, პოლიტიკური ჯგუფებით და ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებით გაძლიერდნენ.
არ უნდა მოხდეს ისე, რომ გარეთ დარჩეს რომელიმე პარტია, რომელსაც თუნდაც ნახევარპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს - ერთმა ან ორმა პროცენტმა შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.