უკრაინაში მებრძოლების და ვეტერანი მეომრების სუს-ში დაბარება - რუსული მედია სტატიებით აჭრელდა

22.07.24 14:40
უკრაინაში მებრძოლების და ვეტერანი მეომრების სუს-ში დაბარება - რუსული მედია სტატიებით აჭრელდა

უკრაინაში მებრძოლების და ვეტერანი მეომრების გამოკითხვაზე დაბარება რუსული მედიის მთავარი თემაა. პროპაგანდისტული მედია აჭრელებულია სტატიებით, რომ მოქმედი და ყოფილი მებრძოლები საქართველოში ამბოხს და შეთქმულებას ამზადებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ომის ვეტერანები, რომლებიც სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს, ამბობენ, რომ მათი დასჯა რუსეთის ინტერესშია. ბესო ბენდელიანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც სათავეში "ამხანაგი ივანიშვილი" ჰყავს.

ნამდვილად ხარობენ, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მინდა , ხაზი გავუსვა, ხმამაღლა მინდა ვთქვა, ეს ჩემი სუბიექტური აზრი მხოლოდ არ არის, სამწუხაროდ და ალბათ არ ვცდები, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის რუსული, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის სათავეშიც არის „ნამესტნიკი“ ამხანაგ ივანიშვილის სახით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართველ მეომრებს მოსვენებას არ აძლევენ, რაღაც პერიოდულობით იგონებენ ათას სისულელეს, მათ შორის, გადატრიალებას, ამბოხს, შეთქმულებას, რაც ბუნებაში არ არსებობს, გამორიცხულია, სასაცილოც კი არის ეს ყველაფერი, - ამბობს ბესიკ ბენდელიანი. 

 

 

მსგავსი სიახლეები