ომის ვეტერანმა კონსტანტინე ჯღამაიამ სუსში გამოკითხვაზე უარი განაცხადა

22.07.24 14:38
ომის ვეტერანმა კონსტანტინე ჯღამაიამ სუსში გამოკითხვაზე უარი განაცხადა

ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელიც დღეს სუსში იყო დაბარებულიდა მივიდა კიდეც, უწყებაში გამოკითხვაზე უარს აცხადებს. ირკვევა, რომ  მაშინ, როდესაც ჯღამაიას გამომძიებელი დაუკავშირდა, დაუმალა, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლითაც მიმდინარეობდა.  ჯღამაიამ გადაწყვიტა, ჩვენება მხოლოდა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს. 

როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე არის ორი მუხლით, სსკ-ის 315 და 18 63 ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხება. კკანონიერი უფლება გამოვიყენეთ და აგმოძიებამ განგვიმარტა, რაზე ვიყავით დაბარებული და რა მუხლებზეა გამოძიება დაწყებული. ასევე, ჩვენ კლიენტმა, ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, გამოძიებასთან, ამ შემთხვევაში სჩვენება აქ არ მიეცა და გამოკითხულიყო მაგისტრ მოსამართლესთან, - ამბობს ჯღამაიას ადვოკატი. 
 

სუსში გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო. უწყებაში ერთი მეორეს მიყოებით უკრაინაშ მებრძოლ ქართველებს და ომის ვეტერანებს იბარებენ. წინასწარი ინფორმაციით, გამომძიებლებს კითხვები ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეებზე აქვთ.

მსგავსი სიახლეები