რუსული კანონი გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს "გირჩი" ხელს არ აწერს

22.07.24 15:24
რუსული კანონი გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს "გირჩი" ხელს არ აწერს

ოპოზიციურად განწყობილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა პარტია რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, გარდა იაგო ხვიჩიას "გირჩისა".

ხვიჩია თავისი პოზიციის გამართლებას იმით ცდილობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელობის არ სჯერა და შესაბამისად, არც მისი გადაწყვეტილების ობიექტურობის მოლოდინი აქვს. 

"არ ვაწერთ ხელს, იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. მას შემდეგ, რაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციოს ნდობა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან გასაგებია საზოგადოებისთვის. პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება და პირიქით, შეიძლება "ოცნებამ" თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მე არ მესმის, ამაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა", - ამბობს ხვიჩია.

პრეზიდენტთან ერთად რუსული კანონის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის წევრებიც მოსთხოვენ. სარჩელი უკვე მზადაა. საკანონმდებლო ორგანოში ახლა ნოტარიუსია მისული და დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს. სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ დოკუმენტი ბათუმში გადაიგზავნება. 

მსგავსი სიახლეები