"საქართველოში რუსული პროპაგანდა ვერ იმუშავებს" - აქტივისტები "კავკასიის ბარომეტრის" კვლევაზე
საკუთარი სათქმელი ხალხმა რუსთაველის გამზირზე თქვა - ასე აფასებენ რუსული კანონის მოწიმააღმდეგე აქტივისტები "ქართული ოცნების" ჩამოშლილ პროპაგანდას. საქმე ეხება "კავკასიის ბარომეტრის" საზოგადობერივ კვლევას, საიდანაც დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 71%-ს ევროპა უნდა.
"ერთიანობის" ლიდერი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ღიად პრორუსულობას მხოლოდ პატარა მარგინალური ჯგუფები ბედავენ, თუმცა აღნიშნულ პროპაგანდასთან ბრძოლა მაინც საჭიროა.
საქართველოში დღემდე მხოლოდ და მხოლოდ პატარა მარგინალური ჯგუფები ბედავენ, ღიად პრორუსულები იყვნენ. ყველას აქვს ეს ნიღაბი აფარებული, რომ პროევროპულია. ამიტომაც, ეს მონაცემები გასაკვირი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროპაგანდას მაინც უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, ეს პროპაგანდა, რასაკვირველია, იმუშავებს, მითუმეტეს, როცა სახელისუფლებ ჯგუფიდან მოდის ყველა ეს ანტიდასავლური განწყობა, რომელიც შგნით სეიცავს იმას, რომ ხო, რა რუსეთს არა უშავს, რა და არაემოკრატიულ ქვეყნებს ხომ საერთოდ, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი ლაშა ბაქრაძე.
მხატვარი ნიკო ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმუშავებს. მისი თქმით, ცხადია, რომ ხალხს კეთილდღეობა და პროგრეესი უნდა, რომელიც ევროპაშია.
მე მგონია, რომ 71 კი არა 100% ფიქრობს, რომ უნდა ევროკავშირში. ასე რომ, მთავრობის პროპაგანდამ ვერ იმუშავა და ვერ იმუშავებს, არ არსებობს. არსებობს სიმართლე. ქართველ ხალხს უნდა სიმართლე და ქართველი ხალხის არჩევანია ევროპა და ამაში ხელს ვერავინ შეუშლით. პროგრესი, კეთილდღეობა უნდათ და ევროპა არის კეთილდღეობა, - ამბობს მხატვარი ნიკო ცეცხლაძე.
აქტივისტი ნანა სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში მაინც ახალგაზრდობა გაიმარჯვებს, რომელიც აუცილებლად ცივილურ მხარეს დადგება.
ჩვენ ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვუსმენთ ჩვენს ახალგაზრდობას და მომავალ თაობას და ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა სწორედ მათ უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის ბედი და ვფიქრობ, რომ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ადამიანები აუცილებლად გადაწყვეტენ, რომელ მხარეს უნდა დადგეს ჩვენი ქვეყანა და ეს აუცილებლად იქნება ცივილური მხარე და არა რუსეთი, - ამბობს ნანა სამხარაძე.
"ქართული ოცნების" პროპაგანდამ არ იმუშავა. მოსახლეობის უმრავლესობა ისევ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აქვეყნებს. კითხვაზე, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, მიხვიდოდით თუ არა, მოქალაქეთა 65 % ამბობს, რომ არჩევნებზე წავიდოდა.