არ ვაპირებთ, ამ ხელშეკრულებიდან რამე ჩავარდეს - ვიოლა ფონ კრამონი

29.07.21 15:20
არ ვაპირებთ, ამ ხელშეკრულებიდან რამე ჩავარდეს  - ვიოლა ფონ კრამონი

"არ ვაპირებთ, ამ ხელშეკრულებიდან რამე ჩავარდეს",  - ამის შესახებ თბილისში ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, განაცხადა. 

ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხელშეკრულებიდან რამე ჩავარდეს, ამ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ აქვს ფასი და ძალაშია, უნდა თუ არა ამის შესრულება "ქართულ ოცნებას". ეს ხელშეკრულება არის ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ არ გვინდა, სანქციებით ზიანი მიადგეს ქართველ მოსახლეობას და რაიმეთი დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები. ჩვენ გვინდა საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში თავისი კულტურული მრავალფეროვნებით. სანქციების დაკისრება ჩემზე არაა დამოკიდებული, მინდა, შევხვდე ქართველ კოლეგებსაც.  ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და მმართველი პარტიით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ ხელშეკრულების იმპლემენტაციას. არ გვინდა, საქართველომ ტრანსაპლანტიკური, ევროპული კურსი დაკარგოს",  - ვიოლა ფონ კრამონი.

ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. ამ წუთებში ევროპარლამენტარი "სტარტეგია აღმაშენებელს" ხვდება. მანამდე კი ევროპარლამენტარი უკვე შეხვდა ,,ლელოს" და გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის" წევრებს.