ყველა დიდ ქალაქში გვეყოლებიან ე.წ. ელჩები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ და მიაწვდიან ინფორმაციას - მახარაძე emguide-ზე

22.07.24 17:19
ყველა დიდ ქალაქში გვეყოლებიან ე.წ. ელჩები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ და მიაწვდიან ინფორმაციას - მახარაძე emguide-ზე

„ზუსტად ვიცი, რომ ემიგრანტებს სხვადასხვა მიზეზის გამო არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანთან, სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა სამოქალაქო პლატფორმა,“ - ამის შესახებ emguide-ის თანადამფუძნებელი ნანა მახარაძე საუბრობს.

როგორც მახარაძე ამბობს, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა საკმაოდ რთულია, მთავარი მიზეზი კი მწირი საარჩევნო უბნებია. 

ახალი პლატფორმა კი, მახარაძის თქმით, დაეხმარება ემიგრანტებს ორგანიზებაში და საარჩევნო უბნებზე მისვლაში.

ჩემს ცხოვრებაში 11-წლიანი ემიგრაციის წლებია, ამიტომ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ეს. ზუსტად ვიცი, რომ ემიგრანტებს სხვადასხვა მიზეზის გამო არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანთან, სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა სამოქალაქო პლატფორმა. ასევე, გვეყოლება ყველა დიდ ქალაქში, ყველა ქვეყანაში ჩვენი ე.წ. ელჩები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ და ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდიან,“ - ამბობს ნანა მახარაძე.

emguide.ge - საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. აღნიშნულ ვებგვერდზე არჩევნებში მონაწილების მსურველი ემიგრანტები უნდა დარეგისტრიდნენ, რათა მისი მეშვეობით შემდგომ მოქალაქეების საარჩევნო უბნებამდე მიყვანის ორგანიზება იყოს შესაძლებელი.   

მსგავსი სიახლეები