არ მაქვს იმის ილუზია, რომ ფლორიდაში მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიხსნება საკონსულოს განყოფილება, სადაც ხმის მიცემას შევძლებთ - ქუთათელაძე

22.07.24 17:21
არ მაქვს იმის ილუზია, რომ ფლორიდაში მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიხსნება საკონსულოს განყოფილება, სადაც ხმის მიცემას შევძლებთ - ქუთათელაძე

"მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ფლორიდაში მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიხსნება საკონსულოს განყოფილება, სადაც ხმის მიცემას შევძლებთ" - ამის შესახებ ემიგრაციაში წასული პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე საუბრობს.

ქუთათელაძე ახალი პლატფორმის emguide-ის პრეზენტაციას დაესწრო. "პირველებთან" ქუთათელაძე საუბრობს არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის მნიშვნელობასა და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი აწყდებიან არასაკმარისი საარჩევნო უბნების გამო.

მე ვიცი ემიგრანტები ფლორიდაში, რომლებიც მუშაობენ 7 დღე ან არიან ახალი მშობლები, მათ ძალიან გაუჭირდებათ საარჩევნო ყუთთან მისვლა ვაშინგტონში და უნდა მოხდეს რაღაცნაირად მათი ორგანიზება და ხელშეწყობა. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ფლორიდაში მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიხსნება საკონსულოს განყოფილება, სადაც ხმის მიცემას შევძლებთ,“ - ამბობს ბესიკ ქუთათელაძე.

emguide.ge - საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. აღნიშნულ ვებგვერდზე არჩევნებში მონაწილების მსურველი ემიგრანტები უნდა დარეგისტრიდნენ, რათა მისი მეშვეობით შემდგომ მოქალაქეების საარჩევნო უბნებამდე მიყვანის ორგანიზება იყოს შესაძლებელი.   

მსგავსი სიახლეები