ლუკა კინწურაშვილის საქმე - სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია
დადასტურდა, რომ ლუკა კინწურაშვილი პოლიციამ უკანონოდ დააკავა. სასამართლოს გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია გაემყარებინა.
ცხოველთა უფლებების დამცველი, რომელიც პოლიციამ მუხიანში უკანონოდ გაჩხრიკა, შემდეგ განყოფილებაში წაიყვანა და მობილურიდან ვიდეო წააშლევინა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გაამართლა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფას, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ერთმანეთს ცოტათი განსხვავებული ჩვენებები მისცეს, დროში სრულიად აცდენილები იყვნენ ერთმანეთს. ერთი ადამიანიო ამბობდა, რომ ეს ყველაფერი 3 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, მეორე ამბობდა, რომ 20 წუთის განმავლობაში. ეს პოლიციელები იტყუებოდნენ ამ ეტაპზეც, რომ თითქოს მე გადავადგილდებოდი, თითქოს მე მათ არ წარვუდგინე აიდი ბარათიც. ეს იყო სრული სიცრუე. დავუშვი შეცდომა, ავყევი ჩემს ნერვულ სისტემას და გამოვიყენე სიტყვა" თავხედი" მათ მიამრთ. მოსამართლის გადაწყვეტილებას ვცემს პატივს", - ამბობს ლუკა კინწურაშვილი.
საქმის ფიგურანტი პოლიციელები კი "პირველებთან ამტკიცებენ, რომ ძალადობას დდ უკანონობას ადგილი არ ჰქონია.