ეს იქნება გზა დახმარებისკენ - ჭოხონელიძე emguide-ზე
არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა - საზღვარგარეთ წასული ამომრჩევლის აქტიურობის საჭიროებაზე საუბრობს მომღერალი თამარ ჭოხონელიძე, რომელიც ახალი პლატფორმის emguide-ის პრეზენტაციას დაესწრო.
ჭოხონელიძის შეფასებით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია და საჭიროა, რომ მათ საარჩევნო უბნებზე მისასვლელად დაეხმარონ.
ეს იქნება ზუსტად ის გზა დახმარებისკენ, რომელიც მათ მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობას მისცემს იმისთვის, რომ სადაც არ უნდა იყოს ის საარჩევნო უბანი, მივიდნენ, დაფიქსირდნენ და დააფიქსირონ თავისი მომავალი, თავიანთი შვილების და შვილიშვილების მომავალი,“ - ამბობს თამარ ჭოხონელიძე.
emguide.ge - საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. აღნიშნულ ვებგვერდზე არჩევნებში მონაწილების მსურველი ემიგრანტები უნდა დარეგისტრიდნენ, რათა მისი მეშვეობით შემდგომ მოქალაქეების საარჩევნო უბნებამდე მიყვანის ორგანიზება იყოს შესაძლებელი.
მსგავსი სიახლეები
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რატომ არის "არასწორი გადაწყვეტილება" საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაწესება
"ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"