ვტოვებ საპარლამენტო მანდატს - ნიკა მელია

29.07.21 15:06
ვტოვებ საპარლამენტო მანდატს - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მელიას თქმით, ,,ენმ"-ს დეპუტატები პარლამენტში რჩებიან.

გუშინ "ოცნებამ" დატოვა დასავლური სივრცე და გუშინ "ოცნებამ" მთავარ პარტნიორად აღიარა რუსეთი. კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რასთან გვაქვს საქმე, კიდევ უფრო ნათელი და ცხადი გახდა, რა არჩევნების წინაშე დგას ქართველი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხეული "ოცნების" გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან, ეს არის "ქართული ოცნების" ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა  ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს "ოცნებას" საგარეო კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენ მხარეს, თოთოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელ ყოფას, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს ჩვენი პასიურობით. „ქართული ოცნება“ მიხედავად მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. მეასეხარისხოვანია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. „ქართულმა ოცნებამ“ ცხადად დაინახა, რომ ამ არჩევნებში მისი გენერალური მდივანი თბილისში მარცხდება და ახლოსაც ვერ მივა 43%-იან ბარიერთან. მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერუნდუმზე და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და ის იქნება იძულებული ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

მე პირადად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას, ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და გადავდივარ ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად",  - ამბობს ნიკა მელია. 

მსგავსი სიახლეები