"დავეხმარებით ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში" - როგორ დაეხმარება პლატფორმა emguide ემიგრანტებს
ემიგრანტების მობილიზება წინასაარჩევნოდ - შეიქმნა ახალი პლატფორმა emguide, რომელიც ევროპაში და ამერიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩენების დღეს საარჩევნო უბნამდე მისვლაში დაეხმარება.
ამისთვის საჭიროა, ემიგრანტებმა რეგისტრაცია სპეციალურ ვებ გვერდზე გაიარონ. 26 ოქტომბერს კი მათ ავტობუსით მიაკითხავენ და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გახსნილ უბნებზე მიიყვანენ.
დავაფუძნეთ პლატფორმა emguide, რომელმაც გააერთიანა ძალიან დიდი გუნდი, რომელშიც შედიან ექიმები, პოლიტიკოსები, მოსამართლეები, მედიამენეჯერები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ემგიდი არის პლატფორმა, რომელიც ემსახურება ემიგრანტებს, რომელიც აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს მოუტანს დამატებით 200 ათას ხმას,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ემიგრანტებისთვის ხმის მიცემა არის რთული პროცესი, მაქსიმალურად გაართულა ეს ქართულმა ოცნებამ, თავად ემიგრანტებსაც დაორგანიზება ამ კუთხით უჭირთ და შესაბამისად, ორგანიზაცია, რომელიც მათ მისცემთ საშუალებას, რომ 26 ოქტომბერს, რეფერენდუმის დღეს მოახერხონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც იქნება გახსნილი, ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს იქნება მართლაც ძალიან დიდი ძალა იმისთვის, რომ არჩევნებში გავისტუმროთ ქართული ოცნება,“ - ამბობს ეკა მიშველაძე.
ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უდიდეს ნაწილს ეკონომიკისას ქმნიან და დოვლათს აგზავნიან, ვერ იღებენ რეალურად მონაწილეობას არჩევნებში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეფუძნებინა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მათ დავეხმარებით, რომ პირველ რიგში, საარჩევნო რეგისტრაცია გაიარონ და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, დავეხმარებით ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში შესაბამის უბნებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.
ეს არის პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ჩვენს ძმებს, დებს, მშობლებს, ვინც ემიგრაციაში არიან, რეგისტრაციაში და არა მხოლოდ რეგისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე, არამედ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, ასევე, მათ ტრანსპორტირებასაც, დავაორგანიზებთ მათ მიყვანასაც საარჩევნო უბნებთან საზღვარგარეთ,“ - ამბობს ჯუღელი.
emguide.ge - საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. აღნიშნულ ვებგვერდზე არჩევნებში მონაწილების მსურველი ემიგრანტები უნდა დარეგისტრიდნენ, რათა მისი მეშვეობით შემდგომ მოქალაქეების საარჩევნო უბნებამდე მიყვანის ორგანიზება იყოს შესაძლებელი.