სისტემა პრეზიდენტის წინააღმდეგ - ორბელიანების სასახლეში საგანგებო შეხვედრა იწყება
პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო შეხვედრა იწყება. ყოფილმა მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ, რას დაუპირისპირებენ სისტემას, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდა. ქართული ოცნების მართულმა სასამართლომ, სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვა დაიწყო.
საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეაჩერა, რითაც იუსტიციის უმაღლეს წევრად სალომე ზურაბიშვილმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. მოსამართლე ფოლადაშვილმა პრეზიდენტს ახალი კონკურის გამოცხადება აუკრძალა.