რუსეთი მტერია - ხალხის პასუხი "ოცნებას"
საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი მტერია, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. "ქართულ ოცნებას" ომის პროპაგანდა ქართველმა ხალხმა ჩამოუნგრია. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთი მაინც ვერ შეაყვარეს. ადამიანებმა ოლიგარქის რეჟიმს კიდევ ერთხელ უთხრეს - რომ საქართველოს ნომერ პირველი მტერი არის რუსეთი და არა ევროპა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეების ასეთი განწყობა ოლიგარქის პარტიისთვის პოლიტიკური განაჩენის ტოლფასია. ოცნებაში კარგად იციან, რომ ადამიანები, ვისაც მტრად ოკუპანტი რუსეთი მიაჩნია, მათი პოტენციური ამომრჩევლები არ არიან. მითუმეტეს, რომ კავკასიის ბარომეტრმა კვლევა იმ დროს ჩაატარა, როცა რუსული კანონი ჯერ პარლამენტში მხოლოდ განიხილებოდა და დამტკიცებული არ იყო.