ვინ იქნება პირველი ნომერი? - ვინ წერს "ოცნების" საარჩევნო სიას
ნერვების ომი "ქართულ ოცნებაში" - ყველა საბედისწერო სიის მოლოდინშია. ვინ მიიღებს კიდევ ერთხელ მანდატს და ვინ დაემშვიდობება დეპუტატის სკამს, ეს ჯერ მხოლოდ ერთმა კაცმა იცის და სხვამ არავინ. ამიტომ ოცნებაში დაბნეულები არიან და ბოლომდე იმასაც კი ვერ ამბობენ, უნდათ თუ არა კიდევ დეპუტატობა, რომ თავი დიდი უხერხულობისგან დაიზღვიონ. ახლა ყველაზე მეტად ორი ირაკლი ნერვიულობს. ვისზე დადებს ფსონს ოლიგარქი და ვის დაასახელებს სიის პირველ ნომრად. კობახიძე თუ ღარიბაშვილი? პრემიერი ამ კითხვას არ პასუხობს და აანონსებს, რომ საარჩევნო სიის წარდგენამდე პარტია კანონით დადგენილ ვადას ბოლომდე გამოიყენებს.