სარჩელები რუსული კანონის წინააღმდეგ და პრემიერის წინასწარ გამოცხადებული ვერდიქტი
პრემიერის გამოცხადებული ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად - კობახიძემ პრეზიდენტის სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ კრახისთვის წინასწარ გაწირა, ისე რომ ჯერ სარჩელის განხილვაც კი არ დაწყებულა, მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება თავად გამოაცხადა და ამით საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივა მისცა.
კობახიძის განცხადების შემდეგ რთული წარმოსადგენია, რომ პლენუმის უმრავლესობამ პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ისტორიულ სარჩელს დიდი ალბათობით არ დააკმაყოფილებენ და რუსული კანონის აღსრულების გადავადება არ მოხდება. საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ სულ სამი სარჩელია შესული.