როგორია ოლიგარქის დამარცხების ფორმულა? - ბადრი ჯაფარიძის პასუხი
როგორია ოლიგარქის დამარცხების ფორმულა? - ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის'' ეთერში ისაუბრა "ქართული ოცნების" დამარცხების ფორმულაზე და განმარტა, რომ ოპოზიცია წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო ძლიერია.
მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე არის ძალიან კონკურენტული გარემო.
ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისგან განსხვავებით, მმართველი პარტია ვეღარ მოატყუებს ამომრჩეველს, რომ თითქოს აქვთ ევროპული დღისწესრიგი.
„რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით არის ძალიან საიმედო. ეს არის ოლიგაქრის დამარცხების ფორმულა, რაც გამოიკვეთა ახლა ოპოზიციურ ველზე. 2020 წელს „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ახერხებდა ადამიანების ურცხვად მოტყუებას, რომ თითქოს ჰქონდა ევროპული დღისწესრიგი და ამავდროულად ოპოზიციურ ფლანგზე არ იყო ასეთი არჩევანი წარმოდგენილი. ჩვენ 2020 წელს გვქონდა ორპოლუსიანი ვითარება, როდესაც ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნება“ მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები იყვნენ დაქსაქსულები და შესაბამისად სუსტები. მაშინ სამწუხაროდ არ გვყავდა კომისიებში წარმომადგენლები. ახლა ჩვენ გვაქვს სამი მიზიდულობის ცენტრი. ძალიან კარგი არჩევანი გვაქვს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის.
ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზება, რომელიც არის ოპოზიციურ ფლანგზე არის ძალიან კონკურენტული და „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა, იმიტომ რომ არსებობენ ცენტრები, რომლებსაც აქვთ თავისი ხედვა და წარსული განსხვავებული ერთმანეთისგან და გათვლილია სხვადასხვა გემოვნების ოპოზიციურ ამომრჩეველზე" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარტია "ლელომ" ახალი პოლიტიკური ცენტრი დააფუძნა და ანა დოლიძის პარტიასა და თავისუფლების მოედანთან ერთად გადამწყვეტ არჩევნებზე 9 ნომრით გავლენ.