ხვალ მასთან ძალიან საფუძვლიანი დოკუმენტი შედის - რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიაში?

22.07.24 22:27
ხვალ მასთან ძალიან საფუძვლიანი დოკუმენტი შედის - რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიაში?

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაგრამ მაინც ძალიან ახლოს რჩება ქართველ ხალხთან"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ  ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის'' ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიაში. 

ბოკუჩავას თქმით, მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტობის ტყვეობისა, ლიდერებს მასთან მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ. 

როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, ხვალ "ვივა მედში", მიხეილ სააკაშვილთან დოკუმენტი შევა, სადაც დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო კამპანიის ფაზები.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაგრამ მაინც ძალიან ახლოს რჩება ქართველ ხალხთან. პრეზიდენტი სააკაშვილი რუსული კანონის რეინიცირებამდეც კი მოუწოდებდა ოპოზიციას ერთიანობისკენ. ის ყოველთვის ორიენტირებულია მომავალზე.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსაზრებები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად უკანონოდ გვიკრძალავენ მასთან შესვლას და პირად კომუნიკაციას, ჩვენ მაინც ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება. 

ხვალ ძალიან საფუძვლიანი დოკუმენტი უნდა შევიდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, სადაც დეტალურად არის გაწერილი ჩვენი კამპანიის ფაზები. პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრება, ბუნებრივია, როგორც მთავარი ელექტორალური წონა ჩვენი პარტიისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები