იანუკოვიჩს ბაძავენ? - კარლ ბილდტი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე
შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება. ბილდტის თქმით, საქართველოში მოვლენები "ღრმად სამწუხაროდ" ვითარდება.
სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება ხდება საქართველოში. "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?"- წერს კარლ ბილდტი.