ვაშაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა

23.07.24 12:18
ვაშაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა

„ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას“ - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა, კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში.

უმძიმესი ვითარებაა, იცით რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას.

პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა, კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში.
ამიტომ დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, რომ
თვითონ გამდიდრეს, ხალხი კი იყოს უკიდურესად მძიმე ვითარებაში და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს.

გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი რაც ეხლა ხდება ქვეყანაში, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროპისკენ.

ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია შეიყვანოს საქართველო ევროკავშირში დაჩქარებული წესით, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება ყველას ერთად.” - განაცხადა ვაშაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ  გუშინ  შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს. 

 

მსგავსი სიახლეები