გია ჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ “ ქართული ოცნება”. მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროპის კავშირს

23.07.24 12:31
გია ჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ “ ქართული ოცნება”. მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროპის კავშირს

„გუშინ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება  კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა“ - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა

ჯაფარიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ 9 ნაბიჯს, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.

ევროპის კავშირი სხვა არაფერია თუ არა კონსტიტუციონალიზმი, კანონის უზენაესობა, გადანაწილება ხელისუფლების შტოებად.

გუშინ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება  კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა.

„ქართული ოცნება“ დიდი ხანია გასულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ასრულებდეს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულ 9 ნაბიჯს, ოცნება ევროპული ინტეგრაციის გზას აყოვნებს.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზას ადგეს, ის კიდევ ერთ დაბრკოლებას აჩენს ამ გზაზე.

“ქართულ ოცნებას” არ უნდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
“ქართული ოცნება” წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

26 ოქტომბერს ჩვენ ერთიანობით უნდა დავამრცხოთ “ ქართული ოცნება”.
მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.” - განაცხადა ჯაფარიძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ  გუშინ  შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს. 

 

მსგავსი სიახლეები