კახა წიქარიშვილი სასამართლოს ვერდიქტს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
იუსტიციის საბჭოს სხდომის ნაცვლად კახა წიქარიშვილი დილიდან სარჩელით ხელში სასამართლოში მივიდა. პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრად არჩეული ერთადერთი კანდიდატი საერთო სასამართლოს ვერდიქტს ასაჩივრებს.
სააპელაციო სასამართლოში წიქარიშვილისს სარჩელი წუთი-წუთზე გადაიგზავნება. ახლა გადაწყვეტილება მოსმართლეთა კოლეგიამ უნდა მიიღოს, შეასრულებს "ოცნების" მოთხოვნას თუ გააუქმებს.
წიქარიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით გამჭვირვალობის ტესტი ვერ ჩააბარა.
ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად მე არ მაქვს ჩაბარებული. დღეს მოვედი და დავწერე განცხადება, რომ ჩავიბარო ეს გადაწყვეტილება, შემდგომ ჩავერთო საქმეში, გავეცნო საქმის მასალებს, მივიღო მონაწილეობა და გავასაჩივრო ყველა სათანადო აქტები. მე არ მგონია, რომ ეს მარტო კონკრეტული კონკურსანტისა და მართლმსაჯულების ურთიერთქმეედბა იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემის რეაქცია ჩემს დანიშვნაზე და მე ვფიქრობ, რომ სისტემა იღებს ზომას, რომ მე არ გავხდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. თეორიულად სასამართლოში სისტემამ შეიძლება რამენიმე წლით გააჩეროს ეს საკითხი, ოღონდ ვნახოთ ახლა, პრაქტიკაში, როგორ განვითარდება დავის მიმდინარეობა, - ამბბს წიქარიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.