ხვალ შეიძლება, მურუსიძე-ჩინჩალაძემ არჩევნების დანიშვნა ან მსჯავრდებულის შეწყალება გააუქმოს - მეზვრიშვილი

23.07.24 14:30
ხვალ შეიძლება, მურუსიძე-ჩინჩალაძემ არჩევნების დანიშვნა ან მსჯავრდებულის შეწყალება გააუქმოს - მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი კახა წიქარიშვილისთვის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას "საშიშ ფაზაში შესვლას" უწოდებს.

მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ხვალ შეიძლება, მურუსიძე-ჩინჩალაძემ არჩევნების დანიშვნა ან მსჯავრდებულის შეწყალება გააუქმოს".

გახარიას გუნდის წევრი ამბობს, რომ ამით პროცესი არ გაჩერდება და "ზეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაიბარებენ, მაზეგ კი საკანონმდებლოს".

მეზვრიშვილის თქმით, ქვეყანა კანონებით აღარ იმართება.

საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებით კიდევ უფრო საშიშ ფაზაში შევედით. ეს იცით რას ნიშნავს? ხვალ შეიძლება, მურუსიძე-ჩინჩალაძემ არჩევნების დანიშვნა ან მსჯავრდებულის შეწყალება გააუქმოს, ან პრეზიდენტის სხვა ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში შეიჭრას. გგონიათ აქ გაჩერდებიან? ზეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაიბარებენ, მაზეგ საკანონმდებლოს. 
ამიტომ, პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება გაცილებით მეტია, ვიდრე იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელი წევრის დაბლოკვა. 
ქვეყანა კანონებით აღარ იმართება - ქუჩაში ნიღბიანი არაფორმალები დარბიან და ხალხს სცემენ; დაჭრები, ჩაცხრილვები, ქურდული გარჩევები ჩვეულებრივი ამბავია; ამნისტიას პოლიტიკური გემოვნებით იღებენ; მშვიდობიან მომიტინგეებს სჯიან, ზონდერებს იცავენ; დაუსჯელობა წესია. 
ოქტომბრის არჩევნები არის ქვეყანაში კონსტიტუციური სისტემის აღდგენის და სართლიანი წესრიგის დამკვიდრების არჩევნები!", - წერს მეზვრიშვილი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა.

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

 

მსგავსი სიახლეები