"ოცნების" წევრებმა ჩოხატაურში პარტია დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

29.07.21 17:33
"ოცნების" წევრებმა ჩოხატაურში პარტია დატოვეს  და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

"ქართული ოცნების" წევრებმა ჩოხატაურში პარტია დატოვეს. ჩოხატაურის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გოგი ბოლქვაძე გახარიას პარტია "საქართველოსთვის" შეუერთდა. "ოცნების" ყოფილი წევრების თქმით, მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი დასავლური კურსის ცვლილებაა.

ქვეყნის პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე გადავსულიყავი პარტიაში, სადაც ვხედავ მომკავალი პოლიტიკური სიტუაციების წარმართვას ახალგაზრდების და გამოცდილი ხალხის დახმარებით", - ამბობს  ბოლქვაძე.

"ოცნების" ჩოხატაურის  შტაბში ამბობენ, რომ ინფორმაციას წევრების წასვლის შესახებ არ ფლობენ. 

 ირაკლი ჩხაიძე არის ჩვენი მხარდამჭერი, მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. რომ წასულიყო დაგიდასტურებდით, განცხადებით არ მოუმართავს.

"ოცნების" რიგები ასევე დატოვეს ოზურგეთის ორგანიზაციაშიც.