არც დღეს არის გასაგები, შეთანხმებას რატომ არ აწერს მაშინ ხელს "ენმ" - სამადაშვილი

29.07.21 17:12
 არც დღეს არის გასაგები, შეთანხმებას რატომ არ აწერს მაშინ ხელს "ენმ" - სამადაშვილი

ფრაქცია "ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის, თქმით,გაუგებარია  "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, რატომ არ აწერს ხელს მიშელის დოკუმენტს. 

არც მაშინ იყო გასაგები ჩემთვის მათი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე და არც დღეს არის გასაგები, შეთანხმებას რატომ არ აწერს მაშინ ხელს ,,ენმ". თუ თანხმდებიან იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ამ შეთანმხმების ნაწილია, თუ თანხმდებიან, რომ არ უნდა მივცეთ უფლება "ოცნებას", თავი დაიძვრინოს ვალდებულებისგან, რაც უკავშირდება ადგილობრივი არჩევნების ფაქტიურად რეფერენდუმად გადაქცევას, მაშინ ლოგიკური პოზიცია იქნებოდა, ასევე ხელი მოეწერათ", - თქვა სამადაშვილმა.