დასავლეთში ასეა, თუ ხელს ჩამოართმევ, უნდა შეასრულო - ჟიგიმანტას პავილიონისი

29.07.21 17:18
დასავლეთში ასეა, თუ ხელს ჩამოართმევ, უნდა შეასრულო - ჟიგიმანტას პავილიონისი

შესაძლო სანქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით გატარდეს, - აღნიშნულ საკითხზე  ლიეტუვის საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარე, პავილიონისი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთმანეთს ამ წუთებში ხვდებიან. შეხვედრაზე ევროპელი დიპლომატები იმ სიგნალებზე იმსჯელებენ, როგორ გააგებინონ ქართულ ხელისუფლებას, რომ მან წითელი ხაზები გადაკვეთა.

ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომელიც არის ევრო ატლანტიკური გზა საქართველოსთვის. მე ვხვდები ვიოლა ფონ კრამონს, რონელიც არის ქართული დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური კურსის მეგობარი. საქართველომ უნდა მოახერხოს, შეასრულოს უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიცაა მაგალითად სასამართლოს რეფორმა, რატომღაც ჩვენ ვაფინანსებთ ამ რეფორმებს. ამიტომ ახლა მე და ვიოლა მოვახდენთ ფორმულირებას იმ სიგნალების, რომელიც გააგებინებს მთავრობას, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ვალდებულებების შეუსრულებლად არ ექნებათ. დასავლეთში ასეა, თუ ხელს ჩამოართმევ, უნდა შეასრულო! თუ შევთანხმდით, უნდა შესრულდეს ვალდებულებები - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟიგიმანტას პავილიონისმა.

რა შედეგით დასრულდება შეხვედრა და რა სიგნალებს მიიღებს საქართველოს მთავრობა ევროპისგან, ამის შესახებ მედიისთვისნ ხვალ გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები