გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში - სენატში განხილვა დაიწყო

23.07.24 22:05
გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში - სენატში განხილვა დაიწყო

არჩევნები საქართველოსა და მოლდოვაში - ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში მოსმენა დაიწყო.

გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში ამერიკელი კანონმდებლების მსჯელობის საგანი იქნება. სენატორება სპეციალურ მოსმენაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩნოსნებიც იმყოფებიან. მათ უნდა ჩააბარონ ანგარიში, რა ვითარებაა არჩევნების წინ საქართველოში.

საქართველო სამწუხაროდ მიუყვება განსხვავებულ გზას, ვიდრე მოლდოვა - თქვა საქართველოს საკითხის წარდგენისას სენატის წევრმა.

საქართველოში არსებული მდგომარეობის აღწერისას, სენატორმა თქვა, რომ ქართული ოცნება ღიად ესხმის თავს პარტნიორებს და აახლოებს ურთიერთობას რუსეთთან და ჩინეთთან. რუსული კანონის მიღებამ კი დასავლეთთან ურთიერთობა გაართულა.

საგანგებო მოსმენას სენატში კი წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. პრეზიდენტ ბაიდენის გუნდს ეჭვი აქვს, რომ რუსეთი ამ არჩევნებში ჩაერევა. ეს მოსკოვის ხელწერაა, როცა მისი კონტროლის ქვეშ მყოფი რეჟიმები ძალაუფლებას კარგვენ, ამ დროს პუტინის უხილავი ხელი ჩნდება.