აშშ-ში სრულიად ნათლად ხედავენ, რომ მომავალი არჩევნები იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის განმსაზღვრელი - ბადრიძე
"აშშ-ში სრულიად ნათლად ხედავენ, რომ მომავალი არჩევნები იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის განმსაზღვრელი და მათ შორის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის განმსაზღვრელი," - ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე "რეაქციაში" საუბრობს.
ბადრიძე ეხმაურება სენატში მიმდინარე განხილვას, რომელიც საქართველოში არსებულ პროცესებს აღწერს და მოახლოებულ არჩევნებზე კეთდება აქცენტი.
აშშ-ში სრულიად ნათლად ხედავენ, რომ მომავალი არჩევნები იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის განმსაზღვრელი და მათ შორის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის განმსაზღვრელი. მათ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება დაკარგონ პარტნიორი ქვეყნები, რუსეთმა, ჩინეთმა მოპარონ ქვეყნები, რომელსაც აშშ, ევროკავშირი წლების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდნენ და რუსეთს არალეგიტიმური დაჯგუფებების მხარდაჭერით მოუხდენია იქ გადატრიალება,“ - ამბობს გიორგი ბადრიძე.
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო და სადაც ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთთან და აშშ-სთან პარტნიორობას გადაუხვია და დაახლოვდა ჩინეთსა და რუსეთთან.
მსგავსი სიახლეები
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რატომ არის "არასწორი გადაწყვეტილება" საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაწესება
"ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"