სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად ვარ იმედგაცრუებული ქართველი პოლიტიკოსებით - რასა იუკნევიჩიენე
სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად ვარ იმედგაცრუებული ქართველი პოლიტიკოსებით, - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ოცნების" მიერ მიშელის შეთანხმების ანულირებას, Twitter-ზე გამოეხმაურა.
სიტყვების პოვნაც კი რთულია, თუ რამდენად ვარ იმედგაცრუებული ქართველი პოლიტიკოსებით. თუმცა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ შეცვალოს სიტუაცია. ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობიანი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას“, - წერს ევროპარლამენტარი.