საქართველოში მყოფი მიგრანტი შენობიდან გადააგდეს, ის გარდაიცვალა - მუხთარლი

30.07.21 10:13
საქართველოში მყოფი მიგრანტი შენობიდან გადააგდეს, ის გარდაიცვალა - მუხთარლი

თბილისში  მყოფი აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, -  ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ის იმ შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ცხოვრობდა.

აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჰუსეინ ბაკიხანოვი გადმოაგდეს მაღალსართულიანი შენობიდან, სადაც ის ცხოვრობდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰუსეინი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი", - წერს მუხთარლი.

მუხთარლის ინფორმაციით, ბაკიხანოვი 12 ივლისს აზერბაიჯანელებმა სცემეს. ბაკიხანოვი აზერბაიჯანის პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა და საქართველოს მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვდა.