მმართველი პარტიის დღევანდელი „ბოსების“ გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა - გახარია

30.07.21 11:12
მმართველი პარტიის დღევანდელი „ბოსების“ გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს.

ეს არის შიშის გამოხატულება, აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და აისახება მოქალაქეების განწყობებში და გადაწყვეტილებებში. ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე, წინ არის წამოწეული პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, „ბოსების“, გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს", - ამბობს გახარია.
 

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა. შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფება ევროკავშირში ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე.