დაკავებული, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი პირია და მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი - მეტრეველი

25.07.24 15:44
დაკავებული, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი პირია და მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი - მეტრეველი

   "დღეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ცხოველზე სადისტური მოპყრობის გახმაურებულ საქმეზე შეუძლია პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღოს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი წერს.

მეტრეველი ეხმაურება მარ ნეულში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლის  წამების გამო ერთი პირი დააკავეს.    

ყველას გვახსოვს… ყველა შეგვძრა მარნეულში დაბმული ძაღლის ჯგუფური ჩაქოლვის კადრებმა. დაკავებული, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი პირია და მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი - სასამართლ  ოს 6 თვიანი პროცესის ბოლოს ამის მოლოდინი საზოგადოებაში მაღალია.
აქვე, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ცხოველთა უფლებადამცველებს, აქტივისტებს და ცხოველთა მოყვარულებს მრავალწლიანი თავდადებული საქმიანობისთვის ბრძოლისთვის," - წერს დეა მეტრეველი.
 

იანვრის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი ვიდეო, სადაც 50 წლამდე მამაკაცი სასტიკად უსწორდება ძაღლს. ცემს უმაწყოლად ხელკეტით, როდესაც ჯოხი უტყდება ახალს იღებს და ცხოველის ცემას განაგრძობს. ამ საქმეზე ერთი პირია დაკავებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები